დავით ბაქრაძე: ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ბაქრაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას აფასებს.
როგორც ბაქრაძემ „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.
“მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ მიღწევებზე, რომელიც მას ჰქონდა. შეეხებოდა ეს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, ვიზალიბერალიზაციის კუთხით მისი ხელმძღვანელობით მთავრობის ძალიან წარმატებულ პოლიტიკას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები