რამაზ საყვარელიძე: მინისტრთა კაბინეტის შეცვლა წინასაარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ დიდწილად წინასაარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ “ტელეიმედის” ეთერში განაცხადა.
„მინისტრთა კაბინეტის შეცვლის თემა დიდწილად დაკავშირებულია წინასაარჩევნო პროცესთან. როდესაც ხელისუფლება არ არის ისეთი წარმატებული, როგორიც უნდა იყოს, მაშინ იცვლება ის ხალხი, ვინც ყველაზე გამაღიზიანებლები არიან. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო პრემიერი. ასეთი ცვლილება რომ მომხდარიყო სხვა საუბრის ფონზე, ალბათ მას სხვა პროცესებიც მოჰყვებოდა. მოულოდნელობა ხშირად არის რაღაც პოლიტიკური შედეგებისგან დაზღვევის საშუალება”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები