ვიქტორ დოლიძე: თუ კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნება, მხოლოდ გამიხარდება
„თავისუფალი დემოკრატების” წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, გარცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, მისასალმებელია.
„გიორგი კვირიკაშვილი კარგი ეკონომისტია. მე მასთან ერთად მიბრძოლია, მიმუშავია და თუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნება, მხოლოდ გამიხარდება. სხვა საქმეა, შეძლებს თუ არა ის დამოუკიდებლად მართვას, თუ ისიც ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებს?! პრემიერი ვინც არ უნდა გახდეს, მინდა, წარმატება ვუსურვო, რადგან მისი წარმატება თითოეული მოქალაქის წარმატება იქნება”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ გადაცემაში „2030″.