ნიკოლოზ მჟავანაძე: არ გამოვრიცხავ, ღარიბაშვილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილო

ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, – ასე ეხმაურება “უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას.
მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.
“ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. მისი ძალისხმევით მოხერხდა გარდატეხის და წარმატებების შეტანა სამედიცინო და პენიტენციალურ, სოფლის მეურნეობის სფეროში. მისი შს მინისტრობის პერიოდში პოლიცია ჩადგა ხალხის სამსახურში და განთავისუფლდა რეპრესიული ფუნქციისგან. ათასობით ადამიანმა დატოვა საპატიმროები, მაგრამ ყოველივემ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ასახვა არ ჰპოვა. მოხდა ევროპასთან დაახლოება და რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რის შედეგადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი წარმატებით გადაწყდა და რუსეთთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, საქართველოში სახელმწიფო კვალავაც ეკლესიის გვერდში იდგა. ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა სუფთა ხელებით და წავიდა სუფთა ხელებით, რაც იშვითად ხდება. არ გამოვრიცხავ, ღარიბაშვილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილო“, – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები