დავით უსუფაშვილი მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას არ ასახელებს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას არ ასახელებს. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელი თანამდებობის პირი მოიაზრება მომავალ მთავრობაში, დავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს.
„გიორგი კვირიკაშვილი არის წარმატებული პოლიტიკოსი და ის პოლიტიკაში იყო 15 წლის წინათ. დავით სერეგეენკო კი არის წარმატებული მინისტრი და, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სისტემაში უპეცედენტო წინსვლა და წარმატება გვაქვს. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, რკინიგზაც ასევე წარმატებული კომპანიაა. მას ძალიან სერიოზული მიღწევები აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა კი სადაც იმოღვაწა, კარგი კვალი დატოვა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.