“როდესაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება მიწევს, ბიძინა ივანიშვილთან დამირეკავს და შეხვედრა მითხოვია”

 

როდესაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება მიწევს, ბიძინა ივანიშვილთან დამირეკავს და შეხვედრა მითხოვია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში დარჩენილიყო. მისივე თქმით, ის ბრალდებები, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, აბსურდულია.

“რაღაც განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდები, მაგრამ დაველოდოთ, სულ ორი დღე გვაშორებს, როგორც მივხვდი. მე პირადად ვთვლი, რომ ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა შეინარჩუნა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს ურთიერთობა. არასდროს დამიმალავს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მაქვს მასთან ურთიერთობა. როდესაც განსაკუთრებით მძიმე გადაწყვეტილების მიღება მიწევს ხოლმე, მქონია მომენტი, რომ დამირეკავს და მასთან შეხვედრა მითხოვია. ასეთი შემთხვევების 90%-ში ის უარს მეუბნება და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხვდება. ბიძინა ივანიშვილს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში დარჩენილიყო. აბსურდულად მეჩვენება ის ბრალდებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისმის, მაგრამ მესმის, რადგან, როცა აღარაფერი გრჩება სათქმელი, მერე უნდა მოიგონო ამბავი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილის აზრი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ბოროტად არასოდეს სარგებლობს საკუთარი ავტორიტეტით”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები