თამაზ მეჭიაური ირაკლი ღარიბაშვილის განვლილ საქმიანობას ეფექტურს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც შს მინისტრის, ისე პრემიერის პოსტზე ყოფნისას დაკისრებულ მოვალეობებს თავი ეფექტურად გაართვა. როგორც მეჭიაურმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, საქართველოში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებაში ირაკლი ღარიბაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის.

“ირაკლი ღარიბაშვილი არის ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც ეფექტურად გააგრძელა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს საკეთილდღეოდ წამოწყებული საქმეები. ის და კახა კალაძე, სხვა ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, არიან ბიძინა ივანიშვილის მთავარი აღმოჩენები. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა ის, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოში სიტუაცია სტაბილურია. მისი მიღწევებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ვიზალიბერალიზაციას მივიჩნევ. ასევე მნიშნელოვანია, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს და საუბარია უვიზო მიმოსვლაზე“, – განუცხადა “კვირას“ მეჭიაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები