ეკა ბესელია: ძალიან გული მწყდება ირაკლიზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, გული სწყდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.
მისი შეფასებით, ღარიბაშვილი არაჩვეულებრივი პრემიერი და კარგი მენეჯერი იყო.
„ძალიან გული მწყდება ირაკლიზე. ის იყო არჩვეულებრივი პრემიერი და კარგი მენეჯერი. მას ჰქონდა ისეთი პიროვნული თვისებები, რომ მართავდა მთავრობას და შეეძლო ნებისმიერ პირთან კომუნიკაცია. თუმცა, ეს არის ირაკლის გადაწყვეტილება და დღეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირები თანამდებობას ებღაუჭებიან და მისი დათმობა აღარ სურთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.