დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომი პროცედურები განმარტა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში პრეზიდენტს წარუდგინოს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, პარლამენტის უმრავლესობა, ამ საკითხზე პარასკევს, იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

“მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლეობის ჯერია. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და წარუდგინოს პრეზიდენტს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, კოალიციური უმრავლესობა, რომელიც ერთიანი და ურღვევია და ასეთად დარჩება ამ პროცესში, ალბათ, პარასკევს, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას მივიღებთ. დღეს და ხვალ ჩვენ პარლამენტში ვიმყოფებით და საკანონმდებლო საქმიანობით ვართ დაკავებულები. პარასკევს, ალბათ, ამ საკითხებზე ჩამოვყალიბდებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები