არჩილ გამზარდია: ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობები ღირსეულად დატოვეს

ექსპერტ არჩილ გამზარდიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა ღირსეულად დატოვა. გამზარდიას მიაჩნია, რომ თავის დროზე ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, დღეს იგივე ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსეულად გაიმეორა.

„იშვიათად, მგონი, არც მინახავს, ისე ღირსეულად დაეტოვებინოთ და შელეოდნენ თანამდებობას პირველი პირები საქართველოში, როგორც თავის დროზე ივანიშვილმა და ახლა ღარიბაშვილმა გააკეთა“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები