ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ შევძლებთ ქვეყანა შეხვდეს ახალ წელს ახალი პრემიერ-მინისტრით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის შემცვლელზე უმრავლესობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, კოალიცია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ახალ წლამდე დაასახელებს.
„რაც შეეხება შემცვლელებს, ეს იქნება დინამიური და სწრაფი პროცესი. კოალიცია ძალიან ქმედითი სტრუქტურაა, ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას კოალიციის შიგნით, კანონი მოითხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ წარუდგინოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა და პრემიერმა უნდა შესთავაზოს უკვე შემდეგ ოფიციალურად პარლამენტს ეს კანდიდატურა. პრემიერ-მინისტრი, კაბინეტის შემადგენლობით და პროგრამით შემოდის პარლამენტის სხდომაზე. მე ვვარაუდობ, რომ ერთი კვირის ფარგლებში, იმ კვირის პირველ ნახევარში ჩვენ შევძლოთ, ქვეყანა შეხვდეს ახალ წელს ახალი პრემიერ-მინისტრით, რომელიც 2016 წლის მიმლოცველი იქნება ქართველი ხალხისთვის და რომელიც აიღებს მთავარ პასუხისმგებლობას მთავრობასთან ერთად ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მართვაზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის გაძღოლაზე. მე ვვარაუდობ, რომ ეს იქნება წარმატებული მთავრობა. განახლება იქნება, რადგან ეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას სჭირდება“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები