დავით უსუფაშვილი: ჩემი წინასწარი ვარაუდით, ახალი მთავრობის ფორმირება ახალ წლამდე მოხდება

ჩემი წინასწარი ვარაუდით, ახალი მთავრობის ფორმირება ახალ წლამდე მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

“რაც შეეხება პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, ჩემი წინასწარი ვარაუდით, ეს საკითხი დასრულდება მომავალი კვირის დასაწყისში, ანუ ახალ წლამდე ჩვენ მოვახერხებთ ახალი მთავრობის ფორმირებას და ახალი მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის მართვას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში მოვალეობის შემსრულებელი მთავრობები ზოგჯერ თვეების განმავლობაში მართავენ ქვეყანას.

“ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ ვიცოდეთ – ძალიან ბევრ ქვეყანაში მოვალეობის შემსრულებელი მთავრობები ზოგჯერ თვეების განმავლობაში მართავენ ქვეყანას. ჩვენს შემთხვევაში, მე მგონი, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები