დავით ბერძენიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატების ფონზე დატოვა თანამდებობა

პარლამენტის თავმჯდომარემ იცოდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობდა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ბერძენიშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ დრული იყო, რადგან იგი წარმატების ფონზე გადადგა.

„პარლამენტის თავმჯდომარემ იცოდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობდა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას. რადგან ღარიბაშვილი არ გამორიცხავდა, რომ ამ წლის დამთავრებამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებდა, მე ვფიქრობ, მან ზუსტი დრო შეარჩია. ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციაზე მიღებული გადაწყვეტილება ის პიკია, რომლის ფონზეც ღარიბაშვილმა გადაწყვიტა პრემიერის პოსტის დატოვება, ანუ წარმატების ფონზე დატოვა მან ეს პოსტი. ბიუჯეტი მიღებულია, პრობლემები ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის და, ამასთანავე, მოლოდინი, რომ 2016 წლის პირველი ნახევრიდან შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა იქნება, ეს საზოგადოებას აქვს, რაც დაეტყო კვლევებსაც, დაეტყო ხალხის განწყობას. ამიტომ ამ ვითარებაში, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ლოგიკურია“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები