ირაკლი ღარიბაშვილი: თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო

პრემიერ-მინისტრობა, ან, ზოგადად, ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, -ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ისაუბრა, სადაც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
“გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად, ხელისუფლებაში ყოფნა, არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი, ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო ჩვენმა გუნდმა. ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, ახლა, როდესაც გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო მიმართულებები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები