რიმა ბერაძე მოსახლეობის მიღებას განაგრძობს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ბიუროში მოქალაქეებთან ტრადიციული შეხვედრა შედგა. დეპუტატმა 30 მოქალაქე მიიღო, მათ პრობლემებს პირადად გაეცნო და საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწია.
რიმა ბერაძის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალ წელსაც გაგრძელდება და დაისახება გეგმები ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელთა გადაწყვეტაც მიმდინარე წელს ვერ მოესწრო. მისივე თქმით, საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.