პუშკოვი რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებს ასახელებს

რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ თბილისი ადეკვატურ საგარეო პოლიტიკას განახორციელებს და აშშ-ს, ევროკავშირსა და რუსეთთან ურთიერთობებს დააბალანსებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ მიანიშნა თბილისს, რომ ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მზად არის.
„საქართველოში არსებობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. ამასთანავე, საქართველოში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ანტირუსული პოლიტიკა. ყველაზე ნათლად ის ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში შეინიშნება, სადაც ქართულ დელეგაციას, პირველ რიგში, სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებს რუსეთის მიმართ სუპერრადიკალური პოზიცია აქვთ და ანტირუსული რეზოლუციების მიღებას მოითხოვენ“, – განაცხადა პუშკოვმა.
პუშკოვის თქმით, თუ საქართველოში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია მოხდება, ორმხრივ ურთიერთობებს კარგი პერსპექტივა ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები