გია ვოლსკი ადასტურებს, რომ პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით მსჯელობა იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მსჯელობა იყო. დეპუტატის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვთ.
„არის ამ საკითხზე მსჯელობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარევი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ადმინისტრაციაში კონკრეტული პასუხი ჯერ გააჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სხვადასხვა მედიასაშულებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს პრემიერი თანამდებობიდან გადადგება.