ნადირობის წესების დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონის სოფელ მყუდროს მიმდებარედ სამართალდამრღვევები აკრძალული მეთოდით ნადირობდნენ. კერძოდ, სარეკი მოწყობილობითა და დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით. ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა კანონდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. მასალები კი შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.