არსებული ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

“კვირას“ ინფორმაციით, მოქალაქე როლანდ ბლადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შორის სადავო ბინის საკითხთან დაკავშირებით მოსამართლემ დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.
“კვირა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად როლანდ ბლადაძის ადვოკატს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარეს არჩილ კაიკაციშვილს დაუკავშირდა.
კაიკაციშვილი 15:00 საათზე სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს, მანამდე კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. არსებული ინფორმაციით, კაიკაციშვილი განცხადებას სწორედ აღნიშნულ საქმეზე გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები