მთავარი პროკურატურის მრჩევლის დაკითხვა დილის 4 საათამდე გაგრძელდა

მთავარი პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი დილის 4 საათამდე იკითხებოდა პროკურატურაში. საგამოძიებო უწყებასთან იმყოფებოდნენ დაკავებულისა და დაზარალებული მხარის ახლობლები, თუმცა, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. გვიან ღამით ჩვენება მისცა დაზარალებულმა დავით ბელიაშვილმაც.
როგორც ცნობილია, გვიან ღამით სამართალდამცველებმა მთავარი პროკურატურის მრჩეველი, გიორგი ინწკირველი და მისი ძმა დააკავეს. შემთხვევა მცხეთის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები ერთ-ერთ მოქალაქეს, დავით ბელიაშვილს იარაღით დაემუქრნენ. გიორგი ინწკირველი მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, ირაღის უკანონო ტარებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. მისი ძმა კი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, რაც წვრილმან ხულოგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები