ფოთში ავარია მოხდა

ფოთში, ქალაქის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღმაშენებლის ხიდთან, ერთმანეთს “მერსედესისა” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. სხეულის მსუბუქი დაზიანება მას ხელის არეში აღენიშნება. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 176 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები