საპატრიარქოსთან ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა

საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა. პაატა ხ. პატრიარქთან შეხვედრას ითხოვდა. როგორც ის აცხადებს, მას საპატრიაქოს დაცვის თანამშრომლებმა პატრიარქთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს და შენობაში არ შეუშვეს.
მამაკაცმა 2 კვირის წინ დატოვა საპატიმრო დაწესებულება და, მისი თქმით, მას პირად პრობლემებზე პატრიაქთან სურდა საუბარი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები