ოკუპირებულ აფხაზეთში აბორტები აიკრძალა

ოკუპირებულ აფხაზეთში აბორტები აიკრძალა. შესაბამისი ცვლილება ე.წ. რესპუბლიკის კონსტიტუციაში დეპუტატებმა მეორე მოსმენით დაამტკიცეს.
„ბავშვები ნებისმიერი სახელმწიფოს მომავლის საფუძველია. ბავშვი ადამიანის სიცოცხლის გაგრძელება და, შესაბამისად, აფხაზი ერის გაგრძელებაა. აფხაზეთის სახელმწიფო დაბადების მომენტიდან ადამიანის უფლებების გარანტია“, – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“ ე.წ. პარლამენტის წევრმა საიდ ხარაზიამ. მისივე თქმით, ორსულობის შეწყვეტა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. ამ ცვლილების მიღების შემდეგ აბორტები იმ შემთხვევაშიც აიკრძალება, თუ ორსულობა დედის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები