დავით ნარმანია: ზეიმებზე თოვლის ბაბუა დაპატიჟებული არავის ჰყავს

ზეიმებზე თოვლის ბაბუა დაპატიჟებული არავის ჰყავს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რამდენიმე საბავშვო ბაღში გამართულ ზეიმზე თოვლის ბაბუა უსაჩუქროდ მივიდა.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საჩუქრები 29-30 დეკემბერს რიგდება.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმწოდებელი კომპანია უკვე შერჩეულია და 29-30 დეკემბერს ყველა ბავშვი მიიღებს საჩუქარს.
„ზეიმებზე თოვლის ბაბუა დაპატიჟებული არავის ჰყავს. ვიღაც, როგორც ჩანს, თავისი ინიციატივით დადის“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ და აქვე ხუმრობით დაამატა, რომ „არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები არიან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები