თურქული ტრადიციული რეწვის გამოფენა გაიმართება

25 დეკემბერს, 16:00 საათზე, პროექტ „მომავლის ოსტატების“ ფარგლებში, გალერეა „ბაიაში“ თურქული ტრადიციული რეწვის ერთდღიანი გამოფენა გაიმართება. იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, რომელიც 43 კულტურული ცენტრით მსოფლიოს 33 ქვეყანაში ეწევა საქმიანობას კულტურისა და ხელოვნების სფეროში და, ამასთან, ხელს უწყობს მეცნიერულ კვლევებს, მორიგ გამოფენას უმასპინძლებს. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი “მომავლის ოსტატები”, რომლის მხარდამჭერიცაა თურქეთის რესპუბლიკის განვითარების სამინისტრო, მიზნად ისახავს ებრუს, მინიატურის, მოვარაყება-მორთვისა და კალიგრაფიის დარგებში ოსტატების აღზრდას. პროექტის ფარგლებში გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება, 2 თვის განმავლობაში ხელოვნების ამ დარგების შემსწავლელი კურსების მსვლელობისას, მსმენელების მიერ შესრულებული ნამუშევრები. კურსანტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გამოფენას საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ზექერია გულთექინი დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები