„მსოფლიო კინომუსიკის შედევრების“ საღამო გაიმართება

29 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ეროვნული მუსიკალური ცენტრი და Conceptart-ი წარმოგიდგენთ – “მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს”.
საღამოს სპეციალური სტუმარი ანიტა რაჭველიშვილია. წინა საახალწლოდ, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი მსმენელს 2015 წლის ყველაზე გახმაურებული პროექტის განახლებულ ვერსიას წარმოუდგენენ.
თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მხოლოდ ერთი დღით და მხოლოდ საახალწლო განწყობის შესაქმნელად კინომუსიკის შედევრები დაბრუნდება მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოსთან – ანიტა რაჭველიშვილთან ერთად.
მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს 18 000 ადამიანი დაესწრო და სეზონის ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცა. ასევე საშუალება გექნებათ, მოისმინოთ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ის ნაწარმოებები, რომლებმაც 2015 წლის საკონცერტო სეზონის მანძილზე მსმენელის განსაკუთრებული მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
კინომუსიკის შედევრების პარალელურად ეკრანზე მაყურებელი იხილავს ფრაგმენტებს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან და ლეგენდარულ კინომოღვაწეებს: ჩარლზ ჩაპლინს, მარჩელო მასტროიანს, სოფი ლორენს, ანუკ ემეს და სხვა.
მაყურებელთა ყურადღებას ასევე მიიპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტები. შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი, მათ შორის გია ყანჩელის „ის აქ არის“ ფილმიდან „შერეკილები“. საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული კინომოღვაწეებისა და დიდი ავტორების შესახებ. მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი სპეციალური სტუმარი – ანიტა რაჭველიშვილი სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, გიორგი შამანაური, რეზო კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები