ვანში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

ქუთაისი-ვანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
მსუბუქი მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ზვიად შარაშენიძეა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე -7 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები