ვენაში ქართული საღამო გაიმართა

ვენაში გამართული საღამოს მთავარი მიზანი ავსტრიაში ქართული კულტურისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება იყო. ღონისძიებას 120 ადამიანი ესწრებოდა და მათი უმრავლესობა ავსტრიელი იყო. პირველ ნაწილში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. უჩვენეს ფოტო და ვიდეომასალა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე.
ღონისძიების მეორე ნაწილში კი ქართული კერძებისა და სასმელის დეგუსტაცია გაიმართა. სტუმრებს საშუალება მიეცათ, ქართული ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ.
ღონისძიების მესამე, დასკვნით ნაწილში ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ჯაზმომღერლის, თეონა მოსიას კონცერტი გაიმართა. მომღერალმა რეპერტუარიდან 7 სიმღერა შეასრულა. თეონა მოსიას შემოქმედების დიდი ნაწილი ეთნოჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა.
ქართული საღამო ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციისა და ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მიერ იყო ორგანიზებული. თანაორგანიზატორი კი „ქართული სათვისტომო ავსტრიაში“ (GVÖ) იყო. ღონისძიება ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დაფინანსებით შედგა.

10258281_10206573648877639_2886169103756218207_o

12391052_10206573648797637_7423433028352435168_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები