გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა

გლდანის მე-7 მიკრორაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა.
როგორც „კვირას“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გაჩერებაზე მდგომ სამგზავრო ავტობუსს „მერსედესის“ ტიპის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი ავტომობილი დაზიანდა, რომელთაგან ერთ-ერთში სასულიერო პირი და ორი მცირეწლოვანი იჯდა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განუცხადეს, სასულიერო პირი ქვედა კიდურის მოტეხილობით ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მცირეწლოვნების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები