პრემიერი: გვახსოვს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით

ჩვენ გვახსოვს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, არსებულმა ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა. პრემიერის განცხადებით, ქართულ საზოგადოებას აღარ სურს, რომ იგივე განმეორდეს და ილუზიებით იცხოვროს.
“მე მჯერა, რომ რაც გაკეთდა, გვაახლოებს ისეთ საქართველოსთან, რომლისკენ სვლა სამი წლის წინ ჩვენ – ყველამ ერთად განვაახლეთ. ეს მიზანი კვლავ ყოველდღიურ, თანამიმდევრულ შრომას მოითხოვს. ჩვენ – ყველას გვინდა, რომ კარგად ვცხოვრობდეთ დღესვე, მაგრამ ყველაზე მეტად გვინდა, რომ ჩვენ მიერ გამოვლილი განსაცდელების თუ ტრაგედიებისგან ჩვენი მომავალი თაობა დავაზღვიოთ, გავძლიერდეთ რეალურად და არა ცხრილების თუ რაღაც პროპაგანდისტული კაპმანიებით.
შრომის პროცესი, რა თქმა უნდა, არ არის სენსაცია, ის ყოველთვის არ ხვდება ტელევიზიებში და ხშირად თვით შრომის შედეგებიც არის უცნობი ჩვენი მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, გვახსოვს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება, ჩვენ ეს არ მოგვწონს და ამაზე უარი ვთქვით, რადგან ქართული საზოგადოება არ არის თანახმა, რომ იგივე განმეორდეს და ილუზიებით იცხოვროს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები