ზივიად ქორიძე: შეწყალების პროცესი დაწყებულია

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეწყალების პროცესი დაწყებულია.
მისივე თქმით, შეწყალების კომისია მთელი გასული კვირის განმავლობაში მუშაობდა და ახალი აქტი მზადდება.
რაც შეეხება ე.წ. პატიმრების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ამის შესახებ ზვიად ქორიძე ჟურნალისტებთან არ საუბრობს.
მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას უნდა მიმართონ. ჟურნალისტების შეკითხვას, სანდო იყო თუ არა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებები, ზვიად ქორიძემ უპასუხა, რომ ამ კითხვაზე ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა უნდა გასცეს პასუხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები