ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალი წლის ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება

მომავალი წლის ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მთაში პენსია 216 ლარი იქნება. პრემიერის ინფორმაციით, ჯამში, პენსიის ზრდისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 600 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან ესაა 80-ლარიანი მატება. ცხადია,  ეს საკმარისი არ არის იმ ხალხის დასაფასებლად, რომლებიც ერთგულად ემსახურნენ ქვეყანას, მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს დღეს შეუძლია. საკითხის საბოლოოდ მოსაწესრიგებლად ინტენსიურად ვმუშაობთ პენსიის დაგროვებითი სისტემის დასანერგად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები