აშშ-ს საელჩო საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიურ ანგარიშს ულოცავს.
აშშ-ს საელჩოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი წინ გადადგმულ ნაბიჯია. „გილოცავთ საქართველო! კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპისაკენ“, – წერია საელჩოს მილოცვის წერილში.
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ეს არის საქართველოს შესახებ ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები