უვიზო მიმოსვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ

უვიზო მიმოსვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა უწყება მუშაობას იწყებს, რომ აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გამარტივდეს საქართველოს ბიომეტრული პასპორტების გაცემა, რაც უვიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ევროპას მათთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს ბიომეტრიული პასპორტების აღების პროცედურები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება სრულიად უკონტროლო პროცესი იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული ევროკავშირთან, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ამ პასპორტით იმოგზაურებს ევროკავშირში, ამაზე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას. ამ პროცედურებზე, თუ სად, როგორ, რა პროცედურით მოხდება პასპორტების აღება, მეტი კომუნიკაცია გვექნება და მივაწვდით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ მოსახლეობას,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები