პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩიეს

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე დაინიშნა, გენერალურ მდივნად კი შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იოსებ ბორცვაძე.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პარტიის რიგგარეშე მეშვიდე ყრილობაზე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე პარტიის თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩევლად დაინიშნა. მამუკა კაციტაძე კი პარტიის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა.
გარდა ამისა, ყრილობამ ცვლილებები შეიტანა პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში და აირჩია მთავარი კომიტეტის ახალი წევრები. აგრეთვე, გაიმართა დებატები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვენლოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ყრილობამ რეზოლუციაც მიიღო.
ყრილობას ესწრებოდნენ ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ( IRI ) ხელმძღვანელი საქართველოში ანდრეა კირბსი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES )-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები