ჯაბა ჯიშკარიანმა მთაწმინდის რაიონში ISO სერთიფიკატის ხარისხის კიდევ ერთი სტადიონი გახსნა

დედაქალაქის მინიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამავე რაიონის გამგეობისა და ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩის N4-ისა და N-2-ის მიმდებარედ, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის საფეხბურთო მოედანი გახსნა.
დეპუტატის განცხადებით, რეკონსტრუქციის შემდგომ, მოედანი ISO სერთიფიკატის ხარისხს აკმაყოფილებს, რომლის მოწყობაც დეპუტატისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, მსგავსი დონისა და ხარისხის სტადიონი რაიონში პირველად არ მოწყობილა, რაც მათი მხრიდან მომავალ თაობაზე ზრუნვითა და ცხოვრების ჯასაღი წესის ხელშეწყობით არის განპირობებული.
,,მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ჩვენ არასოდეს დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას“.-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იპოლიტე ხვიჩიას საფეხბურთო მოედნის გვერდით საკალათბურთო მოედანიც გაიხსნება, სადაც ამჟამად მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასრულების სტადიაშია.
მისივე თქმით, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე მთაწმინდელების გარდა, სპორტული კლუბებიც ვარჯიშობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები