ინგლისური ენის სასწავლო ცენტრში საშობაო სპექტაკლი ჩატარდა

ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ „ბრიტანულ კუთხეში“ 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა საშობაო სპექტაკლი წარმოადგინეს.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ელენე გოცაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციით, საშობაო სპექტაკლი ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ „ბრიტანული კუთხისა“ და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
თავდაცვის სამინისტრომ სპექტაკლში მონაწილე ბავშვებს საჩუქრად წიგნები გადასცა. საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ და „ბრიტანულმა კუთხემ“ კი 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ერთობლივი საჩუქრები დააწესეს – ახალგაზრდებს რამდენიმე თვის განმავლობაში ინგლისური ენის უფასო კურსები ჩაუტარდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები