გიორგი ალიბეგაშვილმა თანამოქალაქეებს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თანამოქალაქეებს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა.
,,მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. მოგეხსენებათ, ეს უდიდესი წმინდა მღვდელთმთავარი კეთილმოწყალებითა და მსწრაფლშემწეობითაა გამორჩეული და მრევლი მას შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართვს. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ უდიდესი წმინდანის ხსენების დღეს და წინსვლას, გაძლიერებასა და ერთიანობას ვუსურვებ’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ- 9 მაისს და 19 დეკემბერს აღინიშნება. წმინდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი საქართველოს ეკლესიის მფარველი წმინდანია და ქართველ მორწმუნეებს იგი გამორჩეულად უყვართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები