იაღლუჯას ფერდობზე გამწვანების პროექტი განხოციელდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა რუსთავში რეაბილიტირებული კულტურისა და დასვენების პარკი დაათვალიერეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარკის რეაბილიტაცია 2014-2015 წლებში განხორციელდა, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
დღესვე, გიგლა აგულაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, იაღლუჯის ფერდობის ის მონაკვეთი დაათვალიერეს, სადაც 2016 წლიდან გამწვანების პროექტი განხორციელდება.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტრო იაღლუჯას ფერდობის განაშენიანებისთვის ნერგებს გამოყოფს. ფერდობის გამწვანებასთან ერთად სარწყავის სიტემაც მოეწყობა. პროექტის განხორციელებას რუსთავის მერია მომავალი წლიდან დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები