ოზურგეთში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში საერთო საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მრავალბინიან საცხოვრებელში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. დაზიანებული სახურავის პრობლემა ადგილობრივებს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდათ. როგორც ლიხაურის მკვიდრნი ამბობენ, აუამინდობის დროს სახლებში წყალი ჩასდიოდათ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.
დასრულებული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, წლის ბოლომდე 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა დასრულდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას მუნიციპალიტეტში. ადგილობრივებს დაახლოებით ათწლიანი პრობლემა მოუგვარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. წლის ბლომდე 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურავას დავასრულებთ.“ – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
საცხოვრებელი კორპუსები 11-12 ნოემბრის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებით გადაიხურა. სამუშაოების ღირებულება 21 897 ლარს შეადგენს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ 70–მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს სამშენებლო მასალებით დაეხმარება. ოაჯხები დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ. დასახმარებელი ოჯახები სპეციალურმა კომისიამ, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე, სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით განსაზღვრა. მოსახლეობას გადაეცემა: ფიცარი, ცემენტი, თუნუქის სახურავი, სამშენებლო ბლოკი, წყლის მილი და არმატურა. სამშენებლო მასალებით დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 122 300 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები