განათლების მინისტრი მე-200 სკოლა-პანსიონს ესტუმრა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „ქალთა ასოციაციის” წარმომადგენლებთან ერთად, მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია.
სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, მათი უმრავლესობა 24 საათიანი მომსახურებით სარგებლობს და შესაბამისად, საგანგებო ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ.
ამ დღეს „ქალთა ასოციაციის“ ინიციატივით, მოსწავლეებს საქველმოქმედო აქციით ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, პედიატრი და ოფთალმოლოგიც ესტუმრა. ექიმებმა ბავშვებს გამოკვლევები ჩაუტარეს, დანიშნულებები მისცეს და psp-სასაჩუქრე ნაკრებები გადასცეს.
ექიმთან ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებმა საჩუქრები მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისაგან, “ქალთა ასოციაციისა” და რადიო “ჯაკოს” წარმომადგენლებისაგან. წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა მოსწავლეებს ანსამბლ “გვირილას” წევრებმა, რომელთაც საგანგებო კონცერტი გამართეს მათთვის.
ინკლუზიური განათლების განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება.
მიმდინარე წელს კონკრეტულად ამ სკოლაში ეზოს კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, გაკეთდა საქვაბე და მოეწყო ცენტრალური კანალიზაცია, ამასთან პანდუსისა და სკოლაში შესასვლელი კარის მონტაჟი.

10501588_1143269925690751_5603599757764934851_n
12360202_1143268509024226_3514808884573392297_n

10559929_1143270545690689_2154663725069264241_n

10565181_1143269932357417_3694325856274163918_n

12376732_1143269699024107_6306964243661053043_n

12391095_1143269375690806_2350564589146344672_n

12391980_1143267769024300_6714759487645875791_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები