აშშ ერაყიდან თურქეთის ჯარის გაყვანას მოითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები ერაყიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მოითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თურქმა სამხედროების ნაწილმა ჩრდილოეთ ერაყში ბანაკი დატოვეს და თურქეთის საზღვრისკენ დაიძრნენ. 10-მა მანქანამ ქალაქ მოსუთთან ახლოს მდებარე ქურთების ბანაკი დატოვა. ერაყში თურქეთის შეიარაღებული ძალების შეყვანის შესახებ ინფორმაცია 4 დეკემბერს გავრცელდა.
თურქი სამხედროები ქურთების მიერ დასახლებულ ტერიტორიაზე შევიდნენ, რათა ქურთი მოხალისეები მოამზადონ. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ბაღდადმა თურქი სამხედროების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები