სემეკმა მოქალაქეებს 65 680 ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.
სემეკის ცნობით, მოქალაქეების საჩივრები ეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის შესახებ კომპანიის დადგენილებებს, ხანდაზმულ დავალიანებებსა და ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადების დარღვევებს.
კომისიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დადგენილება გაუქმდა, ხოლო ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ 65 680 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები