პოლ სტრონსკი: გარკვეული დროის შემდეგ უვიზო რეჟიმი აშშ-სთანაც ამოქმედდება

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დადებით რეკომენდაციას კარნეგის მშვიდობის ფონდის ევრაზიის პროგრამის წარმომადგენელი პოლ სტრონსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარკვეული დროის შემდეგ უვიზო რეჟიმი აშშ-სთანაც ამოქმედდება.
აღნიშნული განცხადება სტრონსკიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ ამერიკასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას მეტი დრო დასჭირდება.
“მე ვულოცავ ქართველ ხალხს ამ პოზიტიურ ნაბიჯს. ამასთან ერთად, არ ვფიქრობ, რომ ამას მოჰყვება ინვესტიციების, ტურისტებისა ან სავაჭრო კავშირების მოზღვავება, თუმცა ეს არის ყველაფერთან ერთად დიდი სიმბოლური ნაბიჯიც.
საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ღირებული პარტნიორი, იმსახურებს ვიზების რეგულაციების შემსუბუქებას. იმედი მაქვს, ბევრი ქართველი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას საგანმანათლებლო, ტურისტული, ბიზნეს ან სხვა საინტერესო მიზნის განსახორციელებლად, რადგან ახალი რეჟიმი შესაძლებლობებს აჩენს ადამიანებისთვის, და ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპა მართლაც აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას.
იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, და ამას მეტი დრო სჭირდება, უვიზო რეჟიმი ამოქმედდება ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც”, – აცხადებს სტრონსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები