დალია გრიბაუსკაიტე: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მომავალი წლის პირველ ნახევარწელიწადში დაწესდება

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსა და უკრაინასთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მომავალი წლის პირველ ნახევარწელიწადში დაწესდება, – ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
“მისასალმებელია, რომ უკრაინისა და საქართველოს მიერ რეფორმების მიღწევამ სათანადო შეფასება მიიღო. ევროკავშირი გამოხატავს ერთიან მხარდაჭერას აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც უფრო მჭიდრო ინტეგრაციის გზა აირჩიეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მომავალი წლის პირველ ნახევარწელიწადში დაწესდება”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით ანგარიშს “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგშიც მიესალმა და საქართველოსა და უკრაინას წარმატება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები