დედაქალაქის მსგავსად სიმბოლურად, ევროკავშირის დროშის ფერებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები საქართველოს რეგიონებშიც განათდა.
ევროკავშირის დროშის გამოსახულებით იყო განათებული ილიას ძეგლთან მისასვლელი კიბე – წიწამურში, სვანეთში – სვანური კოშკი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დადიანების სასახლე _ ზუგდიდში, ასევე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და თელავის ციხე.