“სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები წარმატებულად იქნა მიჩნეული”
სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები წარმატებულად იქნა მიჩნეული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, უამრავი საკანონმდებლო ცვლილება გატარდა.
მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, უამრავი საკანონმდებლო ცვლილება გატარდა.
„შექმნილია ახალი სისტემები. საქართველოს როგორც მიგრაციის, ასევე, იმიგრაციის ინსტიტუციონალური საკანონმდებლო სისტემები აბსოლუტურად მოდერნიზებულია. ამასთან სამართლებრივ სფეროში უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ყოველივე ამის შედეგად, საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორად იქნა მიჩნეული იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილებისთვის გზა ეხსნებათ. კიდევ რამდენიმე თვე დაგვჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რათა ყველა ქვეყანამ პოლიტიკურ დონეზე, ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს. როგორც საბჭოში, ასევე ევროპარლამენტში გენერირებული იქნას ის საჭირო მხარდაჭერა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს დაუდებს საფუძველს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.