ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან ერთიანი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას რუსეთთან ერთიანი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის შესახებ. კენჭისყრის დროს ამ გადაწყვეტილებას 26-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო ერთმა – წინააღმდეგ მისცა ხმა.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ე.წ. პარლამენტში ეს დოკუმენტი რატიფიკაციისთვის ფაზლებეი ავიძბამ წარადგინა. პროექტის ავტორების აზრით, მან „აფხაზეთის უსაფრთხოების განმტკიცებას ხელი უნდა შეუწყოს“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება რაულ ხაჯიმბას და ვლადიმერ პუტინს შორის ხელმოწერილი ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების გაგრძელებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები