ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორისი კონფერენცია მიმდინარეობს

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის ინიციატივით ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორისი კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაში ძალოვანი უწყებების ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ. ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ტერორიზმის კუთხით საერთაშორისო და რეგიონალური მდგომარეობის, საერთაშორისო ტერორიზმის თანამედროვე ტენდენციებისა და მისი პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების მიმოხილვას. მონაწილეები ტერორიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ იმსჯელებენ და ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას გაეცნობიან. კონფერენცია ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები