სააკაშვილი პუტინს პასუხობს და ვიზას აქვეყნებს

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში აშშ-ის სამუშაო ვიზა გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, პუტინმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკელები სააკაშვილს ვიზას არ აძლევენ.
„აი ჩემი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც წელს უკვე მესამედ განაცხადა, რომ აშშ მე სამუშაო ვიზას არ მაძლევს. ძალზე სამწუხაროა, რომ პუტინის მიერ ჩემთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება უკრაინის პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის პოზიციებს ემთხვევა. იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა“,- დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები